მისივე თქმით, წელს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს ელიან, რადგან ბაზარზე ბოლო პერიოდში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა, რამაც საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
„2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება. მწარმოებლების განცხადებით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა, მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ”,- განაცხადა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, წელს კახეთის რეგიონში 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რაც ასევე ქმნის მოლოდინს, რომ თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება.
„ღვინის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში შესაძლო პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს და 2019 წლის რთველმა მაქსიმალურად შეფერხებების გარეშე ჩაიაროს“, – განაცხადა მეხუზლამ.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.