ვიცე-პრემიერი სოფელ იყალთოში მოსახლეობას ხვდება
ამ წუთებში, ვიცე პრემიერი, მაია ცქიტიშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს მოსახლეობას ხვდებიან.
მაია ცქიტიშვილის თქმით, მოსახლეობასთან ამ ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია.
,,ამ ფორმატით ვხვდებით მოსახლეობას, ვესაუბრებით და ვიგებთ რა საჭიროებები აქვთ. ეს იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ეს საჭიროებები იქნეს გათვალისწინებული”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში ასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, კონკრეტულად, კეთდება ამბულატორიები, შენდება სკოლები, გზები, მიმდინარეობს სასმელი წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია.
სოფელ იყალთოს შემდეგ მაია ცქიტიშვილი მოსახლეობას ქვემო ხოდაშენში შეხვდება.