ვიცე პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი პანკისში მოსახლეობას შეხვდებიან
ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩავლენ.
მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრა, რომელიც 13 საათზეა დაგეგმილი, დახურული იქნება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი