სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორია აშენდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორია აშენდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამბულატორიის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
,,ახალ ამბულატორიას ექნება ოთხი ოთახი, სველი წერტილი, სამანიპულაციო ოთახი და ცენტრალური გათბობა. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოეწყობა პანდუსი.
სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 82 609 ლარი. ამ დროისთვის გამოცხადებულია ტენდერი და წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდება”,– აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.