ახალი ამბები

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გურჯაანში მევენახეებს და ბიზნესმენებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გურჯაანში ადგილობრივ ფერმერმერებს, მევენახებს, მეღვინეებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ერთად იმსჯელეს.

მევენახეები და მეღვინეები დაინტერესდნენ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, მთავრობა რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

მინისტრებმა შეხვედრაზე დამსწრე პირების კითხვებს უპასუხეს და იმედი გამოთქვეს, რომ ტურიზმის, ატმის კრეფის და რთველის სეზონს საფრთხე არ დაემუქრება და ფერმერები მოსავლის დაბინავებას უპრობლემოდ შეძლებენ.