თელავში ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაცია იწყება
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ძეგლთა დაცვის პროგრამებსი ცვილებები შეტანას. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის განმარტებით, პროგრამაში შესული ერთ-ერთი ცვლილება ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას გულისხმობს.
„ყორჩიბაშიშვილების ციხის ცრილო-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების დროს გამოიკვეთა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის აუცილებლობა, რომელიც ერთიანობაში თავის დროზე ნანგრევებად ქცეული ციხის კონტურების აღდგენას შეუწყობს ხელს.
ციხეზე ეტაპობრივად მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესები მასში ჩართული ბურჯების აღდგენა და მათში მოწყობილი გადასახედები სამომავლოდ ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის შეძენასა და განვითარებას“, – განაცხადა ვახტან გაგნიძემ.
მისივე ინფორმაციით, ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის პროექტის შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6850 ლარი გამოიყოფა.