გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტს განსახორციელებლად სავარაუდოდ 3 102 330 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.
სატენდერო წინადადების მიღება 15 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის, ბელვერდის, საიდანაც პანორამული ხედი გაიშლება, ღია კინოთეატრის, სპორტული მოედანნის და ატრაქციონების მოწყობა, ასევე აშენდება ვიზიტორთა ცენტრი და პარკის ტერიტორიაზე არსებული შალიკაშვილების მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუაოები ერთი წლის ვადაში უნდა დაასრულოს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი