ახალი ამბები

ნუ გვესვრი – აქციას ,,კახეთის ხმის” ჟურნალისტები შეუერთდნენ

ამ წუთებში, ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს კახეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხესა და ხარაგაულში. ისინი აქციას ,,ნუ გვესვრი” შეუერთდნენ.

 

 

ჟურნალისტები მოითხოვენ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

აქცია თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთანაც მიმდინარეობს.

ნატალია ცისკარაშვილი