იყალთოში გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, იყალთოში გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს ძირითადი საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ტყის ინვენტარიზაცია და მონიტორინგი, ტყის მოვლა-აღდგენა, ხე-ტყის დამზადება, ტყითსარგებლობის სხვადასხვა სახეებზე ნებართვის გაცემა, სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფა და მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფა – ეს ის საკითხებია, რაზეც ჟურნალისტებმა სრული ინფორმაცია მიიღეს.
მედიის წარმომადგენლებმა სატყეო თემატიკაზე ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.