თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა თელავში ახალგაზრდებმა გამოუცხადეს
თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობა თელავში ახალგაზრდებმა გამოუცხადეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებას.
,, ჩვენი შეკრების მიზეზი არის, სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ, თბილისში მიმდინარე აქციას. ჩვენ მოვითხოვთ, გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული ახალგაზრდები. ასევე მოვითხოვთ, გადადგეს ყველა პასუხისმგებელი პირი“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა ოდიშელაშვილმა.