ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რთული რელიეფის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა კლდის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოძარობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხერხდა.