პროტესტის შემდეგ სიღნაღის სამუსიკო სკოლების პედაგოგებმა ხელფასი მიიღეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებმა დაგვიანებული ხელფასი მიიღეს.
პედაგოგების ინფორმაციით, მერიამ დაგვიანებულ ხელფასებზე ზრუნვა, მხოლოდ მათი პროტესტის შემდეგ დაიწყო.
„ჩვენ რომ პროტესტი დავიწყეთ, მაშინღა დაუკავშირდნენ ფინანსთა სამინისტროს და ხელფასი მოგვცეს“, – აცხადებენ პედაგოგები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გიგოლაშვილის განმარტებით, დაგვიანებული ხელფასის გაცემაში, მუნიციპალიტეტს ფინანსთა სამინისტრო დაეხმარა.
„ფინანსთა სამინისტრო დაგვეხმარა და დავალიანება სრულად დავფარეთ“, – აღნიშნა გოგი გიგოლაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასის დაგვიანების გამო განმარტებას, მერის კაბინეტში, ხმაურის ფონზე ითხოვდნენ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი