ლაგოდეხის საკრებულოში ფრაქცია ,,კარგი მმართველობა” შეიქმნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,კარგი მმართველობა” შეიქმნა. საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას თქმით, ფრაქციაში 2 პოლიტიკური პარტიის ,,მწვანეთა მოძრაობის” და ,,პატრიორთა ალიანსის” წევრები გაერთიანდნენ.

,,აღნიშნული ფრაქცია მანამდეც იყო შექმნილი საკრებულოში, თუმცა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა საკრებულოს წევრი არჩილ როსეფაშვილი, რომელიც ამ ფრაქციის წევრი იყო და ამან გამოიწვია მისი დაშლა. ახლა კი ფრაქციაში გაერთიანდა სხვა საკრებულოს წევრი და ახალი შეიქმნა კანონის შესაბამისად. ,,კარგი მმართველობის” წევრები არიან ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები: ერთი წარმოადგენს ,,მწვანეთა მოძრაობას”, ორი პირი კი ,,პატრიოტთა ალიანსს”.

საკრებულოში სულ გვაქვს 6 ფრაქცია: ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”, ,,კარგი მმართველობა,  ,,დამოუკიდებლები”, სადაც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები შედიან. ასევე შექმნილია ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა”, ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები” და ,,ქართული ოცნება-მრეწველები”,- განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *