კახეთში მზის ახალ ელექტროსადგურზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
კახეთში მზის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კახეთი არის საუკეთესო ადგილი მზის ენერგოსადგურების განსავითარებლად.
“ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დღეს, ჩვენ გამოვკვევთეთ რეგიონალური პრიორიტეტი ზოგადად ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში და მათ შორის ენერგეტიკა არის ერთერთი ის დარგი, რომელიც შეიძლება განვითარდეს კახეთში.
კახეთი არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება განვითარდეს არამარტო ტრადიციული მწვანე ენერგია, ჰიდროს ადგილები, არამედ შეიძლება განვითარდეს მზის ენერგია.
უკვე მიმდინარე არის ერთი პროექტი 5 მეგავატიანი, სოფელ უდაბნოში. და ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადეთ ტენდერს, 30-დან 50 მეგავატამდე ახალ მზის ენერგოსადგურზე, რომელიც განხორციელდება ევრობანკის დაფინანსებით და ველოდებით ინვესტორებს კახეთში”, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის მოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინვესტორის, თამაზ კაპანაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სადგურის ასაშენებლად საჭირო მზის პანელების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
მზის სადგურის სიმძლავრე 5 მგვტ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 დოლარია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი