შუალედურ არჩევნებში 6 საერთაშორისო და 49 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული
დღეს საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები ტარდება.
არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 6 საერთაშორისო და 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციის 45 დამკვირვებელი აკვირდება.
თამარ ჟვანიას უწყებაში განმარტავენ, რომ ჯამში 1579-ზე მეტი წარმომადგენელი აკვირდება არჩევნების მიმდინარეობას.
ნიკოლოზ ესიტაშვილი