სოფელ აკურის სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა. 12 წლამდე მოზარდების ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი გახდა. მოსწავლეები თავის ტკივილითა და ღებინებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშო გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელბის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით სტაციონარში მკურნალობას განაგრძობენ.
“შემოიყვანეს სამი ბავშვი, მუცლის ტკივილით, გაბრუებით, ღებინებით და თავის ტკივილით. ბავშვები უკავშირებენ მძაფრი სუნის მქონე ჰაერს. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა მაია მრელაშვილმა.
აკურის საჯარო სკოლაში კი განმარტავენ, რომ შენობაში ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. სკოლის მასწავლებელი განმარტავს, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე გაზით დატვირთული მანქანამ გაიარა, რომლის დროსაც ძლიერმა სუნმა სავარაუდოდ ეზოში მყოფი მოზარდების ინტოქსიკაცია გამოიწვია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი