პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 0,4 კვ-იან ელექტროგადამცემ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდაიწყო.
როგორც knews.ge-ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალის დირექტორმა, ბერდია გოგლოძემ განუცხადა, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ სატრანსფორმატორო ჯიხურს, ავარიული ძველი ხის საყრდენები შეიცვლება 60 ახალი რკინა-ბეტონის საყრდენით, ხოლო ამორტიზებულ ღია სადენს რვა კილომეტრზე ახალი, იზოლირებული კაბელი შეცვლის.
ამასთან, ელექტრო ქსელის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელ ომალოში მცხოვრებ 250 აბონენტისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები და აღრიცხვის კვანძის მოწყობა იგეგმება.
,,ქსელის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ სოფელში მინიმალურად შემცირდება ავარიული სიტუაციები, უზრუნველყოფს ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებას, ენერგომომარაგა გახდება უფრო უსაფრთხო და სტაბილური. ომალოში ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს იგეგმება”,- განაცხადა ბერდია გოგლოძემ.