თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა განახლდა
სტიქიის შედეგად დაზიანებული ფშაველი-აბანო-ომალოს გზის აღდგენა – გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა.
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, აბანოს უღელტეხილის იქით, თუშეთის მხარეს, გუშინ საწვავის მარაგის ამუწურვის გამო სამუშაოები დროებით შეფერხდა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საწვავი ვერტმფრენით მიაწოდეს და გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ომალოს მხრიდან აბანოს უღელტეხილის მიმართულებით დილიდან განახლდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სამუშაოები სრულდება გზის მე-9, მე-15 და მე-18 კილომეტრებზე.