სოფელ ჰერეთისკართან გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე შეზღუდვა მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
“მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც შეძრუდულია საავტომობილო მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი