სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მან სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.
გივი ხევსურიშვილს სათბურში მეზობელმა ხეზე ჩამომხვრჩვალს მიაგნო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მ 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი