ახალი ამბები

თელავის დემოკარტიის სკოლის ოფისში თენგიზ სიმაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

თელავის დემოკრატიის სკოლის ოფისში პროფესორ თენგიზ სიმაშვილის საჯარო ლექცია “თელავის გოლგოთა გიგოს გორა” გაიმართება.

როგორც “კახეთის ხმას” სიმაშვილმა განუცხადა, აღნიშნული კვლევა რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული თელაველების ტრაგიკულ ისტორიებს ასახავს.

პრეზენტაციაზე პროფესორი წარმოადგენს საკვლევი პერიოდის ამსახველ, საზოგადოების ფართო წრეებისთვის დღემდე უცნობ საარქივო დოკუმენტებს, ფოტომასალასა და თანამედროვეთა მოგონებებს.

დასტურდება, რომ ,,გიგოს გორაზე“, 1920 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა პერიოდისთვის მიუღებელი ადამიანებს, მათ შორის, სასულიერო პირებს კლავდნენ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი