სოფელ უჯარმაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ტურიზმს განავითარებს.
,,2019 წელი კახეთის რეგიონისთვის იქნება დატვირთული, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წელი. იგეგმება 350-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
მათ შორის, საგაერეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც გააძლიერებს სოფელს და განავითარებს ტურისტულ მიმართულებას”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.