ლაგოდეხის საკრებულოს და მერიის თანამშრომლების ხელფასებზე 1 მილიონ 715 ათასი ლარია გამოყოფილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან მერიის და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე 1 მილიონ 715 ათასი ლარი დაიხარჯება.
როგორც “კახეთის ხმას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდი იანვრიდან გაიზარდა. ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, არჩევითი თანამდებობის პირების ყოველთვიური ანაზღაურება უცვლელი დარჩა.
,,იანვრიდან საკრებულოს და მერიის თანაშრომლების ხელფადი გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება არ მომატებულა. წლევანდელი ბიუჯეტიდან სახელფასო ფონდისთვის 1 მილიონ 715 ათასი ლარი დაიხარჯება”,- განუცხადა “კახეთის ხმას” ჯონდო მდივნიშვილმა.