ლაგოდეხის ბიუჯეტიდან სოციალურ პროგრამებზე 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დაცვის მიმართულებით 700 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სოციალურ პროგრამებს დაემატა რამდენიმე ახალი კომპონენტი, უფრო მრავალფეროვანი გახდა და მეტ მოქალაქეს შეეხება.
,,წელს სოციალურ პროგრამები უფრო მრავალფეროვანია და მეტ ბენეფიციარს დავეხმარებით, რადგან პროგრამას დაემატა რამდენიმე ახალი კომპონენტი. 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯება წელს ჯანმრთელობის დაცვის კუთხით თანადაფინანსებაზე, ასევე დავამატეთ უსინათლოთა ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების კომპონენტი. დავეხმარებით მარტოხელა მშობლებს, რომლებსაც 18 წლამდე ბავშვები ყავთ, ისინი იღებენ ელექტროენერგიაზე 10 ლარიან შეღავათს და ასევე ერთჯერადად ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, 200 ლარს მიიღებენ. ახალდაბადებული ბავშვთა ოჯახების დახმარებაც გვაქვს: პირველ შვილზე ფულადი დახმარება 100, ხოლო მეორეზე 200 ლარია. ახალშობილის ოჯახები მიიღებენ ასევე ე.წ. ,,კალათს’’, სადაც იქნება პირველადი მოხმარების საგნები, პამპერსი, საწოვარა, სველი ხელსახოცი, შამპუნი, პედიატრიული კრემი და სხვა”,- განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.