ახალი ამბები

ახმეტაში მცხოვრები 13 წლის მოზარდის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 წლის ზურას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, იგი რეანიმაციაში წევს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ახალგაზრდას ოჯახის წევრების თქმით, ზურამ 7 თვის ასაკში წითელა გადაიტანა, რომელსაც მაშინ გართულება არ მოჰყოლია, 11 წლის ასაკში კი თავის ტკივილები დაეწყო, გაუჭირდა სიარული, დაკარგა მხედველობა, სმენა და მეხსიერება.
“გამოკვლევის შედეგად ჩემს შვილს დაუდგინდა ენცეფალიტი — თავის ტვინის ანთება, რომელიც ადრეულ ასაკში გადატანილი წითელას დაავადებით იყო გამოწვეული. ზურას მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბავშვი გადავარჩინოთ, თუმცა ამოგვეწურა ყველანაირი მარაგი. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ზურას პენსიაა -180 ლარი, სოციალური დახმარებაც არ გვაქვს. კლინიკა აფინანსებს მედიკამენტების ღირებულების ნაწილს, დანარჩენს თავად ვყიდულობთ, მაგრამ ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედად ვარ“,- ამბობს ზურას დედა.
მისივე თქმით, მათ სჭირდებათ ჰიგიენური საშუალებების და ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლის ყიდვის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
ინფორმაციას ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი ავრცელებს.
ფონდის ინფორმაციით, დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE64BG0000000470458000
ან ჩარიცხონ ფონდის საიტიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/376-imedashvili/

ფოტო: ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი