ისტორიული ძეგლი დაღესტნის საზღვართან ახლოს
კახეთის საუკეთესო ადგილები. კახეთის ხმა / knews.ge ეტაპობრივად გაგაცნობთ კახეთის რეგიონის მდიდარ ისტორიულ ადგილებს, რომელსაც სათანადო ყურადღება არ ექცევა. ამჯერად თქვენს წინაშეა კავკასიონის მთებში ჩაფლული უალამაზეს სოფლ საბუეს ღირსშესანიშნაობა.
მდებარეობს.
მდებარეობს.ფოტოზე სოფელი საბუე. ფიქალები, ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია კოშკითურთ.
მოკლედ ძეგლის შესახებ: ისტორიული ძეგლი ყვარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. სოფელი დასახლებული იყო შუა საუკუნეებიდან. წერილობით წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნიდან. ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში აქ აშენდა და განახლდა ციხეები, ციხე-გალავნები. ამ დროისთვის საბუე ნადირაშვილების კუთვნილება იყო.
1812 წელს კახეთის აჯანყების დროს, რომელშიც ჩართული იყვნენ საბუელებიც, შილდასთან გამართული ბრძოლის შემდეგ, გენერალ დიმიტრი ორბელიანის რაზმმა საბუე ბაღ-ვენახიანდ გადაბუგა და გაანადგურა.
საბუეში დაიბადა სასულიერო მოღვაწე, ალავერდის ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი (1836-1909, დაკრძალულია ალავერდის ტაძარში), საღვთო წიგნების, მათ შორის ბიბლიის ქართული ტექსტის რედაქციისა და ბეჭვდის ერთ-ერთი მონაწილე, ავტორი წიგნისა “მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ”. საბუეში ერთხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი ბარბარე ჯორჯაძე (1811-1895) – რაფიელ ერისთავის და.
ფოტოები: paata.ge

