გზა ევროპისკენვიდეორეპორტაჟითვითმმართველობა

ახმეტაში მრავალდონიან მმართველობაზე იმსჯელეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელებზეც იმსჯელეს.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი.

 

წინამდებარე გადაცემა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას გადაცემის შინაარსობრივ სისწორეზე.