ვიდეორეპორტაჟითვითმმართველობა

თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე ყვარელში შეხვედრა გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისვის შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21 თავის შესახებ.

შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილობრივი თვითმართველობის მოდელებსა და რეგიონში უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებზე. ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი

 

წინამდებარე გადაცემა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას გადაცემის შინაარსობრივ სისწორეზე.