ვიდეორეპორტაჟითვითმმართველობა

ლაგოდეხში საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა. თვითმმართველობის საკითხებში მოწვეული ექსპერტის, კოტე კანდელაკის განცხადებით, შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
საჯარო მოხელეების ინტერესი გამოიწვია საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ საკითხებმა.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი.

 

წინამდებარე გადაცემა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას გადაცემის შინაარსობრივ სისწორეზე.