თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე ყვარელში შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილობრივი თვითმართველობის მოდელებსა და რეგიონში უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებზე. ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.