გზა ევროპისკენ

ლაგოდეხში საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა

თვითმმართველობის საკითხებში მოწვეული ექსპერტის, კოტე კანდელაკის განცხადებით, შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საჯარო მოხელეების ინტერესი გამოიწვია საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ საკითხებმა.

 

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.