გზა ევროპისკენვიდეორეპორტაჟი

დედოფლისწყაროში რეგიონული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე დისკუსია გაიმართა

დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტში რეგიონული პოლიტიკის განვითარების შესახებ საკითხებზე დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
მოწვეულმა ექსპერტმა, კონსტანტინე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ესაუბრა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ, რომელიც რეგიონულ განვითარებას, მრავალდონიანი თვითმმართველობის ხელშეწყობას და რეგიონებს შორის დისბალანსის აღმოფხრას ითვალისწინებს.
ექსპერტის შეფასებით, თვითმმართველობის მიერ ცენტრალური ხელისუფლებისგან დაკისრებული მოვალეობების კარგად შესრულების მიზნით აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრები.

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი

წინამდებარე გადაცემა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას გადაცემის შინაარსობრივ სისწორეზე.