სიღნაღში რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის მექანიზმებზე იმსჯელეს
სიღნაღში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, კონკრეტულად, რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებსა და მრავალდონიანი მმართველობის მნიშვნელობაზე.
მოწვეულმა ექსპერტმა კონსტანტინე კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას ევროპის ქვეყნენში არსებული მრავალდონიანი მმართველობის მოდელებიც გააცნო.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი
წინამდებარე გადაცემა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას გადაცემის შინაარსობრივ სისწორეზე.