გურჯაანში 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის თვითმმართველობის საკითხებსა და რეგიონული პოლიტიკის შესახებ დისკუსია გაიმართა.
თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი. მან, ასევე, ისაუბრა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა. დოკუმენტის მთავარი მიზანია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რომელიც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
ექპერტის შეფასებით, სამოქმედო გეგმამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მმართველობის სისტემის დამკვიდრებას.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი
წინამდებარე გადაცემა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას გადაცემის შინაარსობრივ სისწორეზე.