პანკისის ხეობაში დაგეგმილი ღონისძიებები ჩაიშალა
პანკისის ხეობაში, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნა გაითვალისწინეს და „პანკისობა 2018“ გააუქმეს. დღევანდელი ღონისძიების გაუქმებას თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან ითხოვდნენ. აღნიშნული ინფორმაცია პანკისის მცხოვრებლებმა Knews.ge-ს დაუდასტურეს.