პანკისის ხეობაში აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში გრძელდება საპროტესტო აქცია პანკისის ხეობაში, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარეობს.
Knews.ge-ს ინფორმაციით, აქციაზე ხეობის მაცხოვრებლებთან ერთად თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
პანკისის ხეობაში აქციის ჩატარების მიზეზი ,,პანკისობა 2018″ გახდა, რომელიც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. მოგვიანებით ხეობაში, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნა გაითვალისწინეს და „პანკისობა 2018“ გააუქმეს. დღევანდელი ღონისძიების გაუქმებას თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან ითხოვდნენ. აღნიშნული ინფორმაცია პანკისის მცხოვრებლებმა Knews.ge-ს დაუდასტურეს.