ახალი ამბები

კახეთში ფესტივალი “Jazz and Wine Kakheti” გაიმართება

21-23 სექტემბერს კახეთში, სასტუმრო „Lopota Lake Resort & Spa“-ში რიგით მეორე ფესტივალი – “Jazz and Wine Kakheti” გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერები ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი და ბლუზის ერთ-ერთი მიმდინარეობის, თანამედროვე ზაიდეკოს მუსიკალური სტილის შემსრულებელი დუენი დოპსი არიან.
“ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა. Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება: ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო; სამი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.
თიბისი სტატუსის მომხმარებლები ფესტივალზე დასასწრები ბილეთების, ასევე სასტუმროს ნაკრების შეძენას ტრადიცულად 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. ფესტივალის პროგრამის, ასევე ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://beta.tkt.ge/Show/5132/jazz-and-wine-kakheti“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ავტორი: მაკა ხაზიური