სეტყვამ გურჯაანის სოფლებში ვენახები დააზიანა
სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ჩალაუბანში, ქოდალოსა და ჯიმითში ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერმა განუცხადა, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია უკვე მუშაობს სტიქიის ზონაში. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი