გურჯაანის მერია აცხადებს მუნიციპალიტეტების შემოსასვლელების დიზაინის კონკურსს
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ესკიზის მთავარი გზავნილი უნდა იყოს “გურჯაანი – მეღვინეობის ქალაქი”.
“მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის ესკიზზე გამოსახული უნდა იყოს წარწერა: „გურჯაანი – მეღვინეობის ქალაქი“, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ინგლისურ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას, ხოლო დიზაინს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციული, კულტურული, ისტორიული, აგრარული და ტურისტული დატვირთვა; გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს. დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს მისი დამზადებისთვის საჭირო მასალების ხელმისაწვდომობას და კონსტრუქცია/ნაგებობის, ასევე წრიულების აშენების ფიზიკურ შესაძლებლობას”, – განაცხადეს გურჯაანის მერიაში.
მერიის ინფორმაციით, კონკურსით შეირჩევა:
მუნიციპალიტეტის 6 შემოსასვლელში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობისთვის მხოლოდ ერთი დიზაინის ესკიზი; საგზაო წრიულის განსხვავებული დიზაინის 3 ესკიზი.