ქალაქ ბიბერახმა თელავს ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა
“საბავშვო ბაღებსა და პროფესიულ კოლეჯს მეორადი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი ავეჯი და სპეციალური ინვენტარი გადაეცემათ, ხოლო სოციალური სახლისთვის განკუთვნილია ახალი მულტიფუნქციური მაცივარი. ტვირთის საერთო ჯამური ღირებულება 18 ათას ევროზე მეტია, რაც სრულად დაფინანსდა თელავთან დაძმობილებული ქალაქი ბიბერახის მხრიდან”, – განაცხადეს თელავის მერიაში.