პანკისში ქართული და ვაინახური ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება
ფესტივალი წელს უკვე მესამედ გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართული ანსამბლი “სამება” და ქისტი დები ლანა და ლინდა გუნაშაშვილები მიიღებენ.
ფესტივალი 28 ივლისს არის დეგეგმილი.
როგორც knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, პანკისში მცხოვრებ მცირე მეწარმეებს საშუალება ექნებათ, სტუმრებს საკუთარი პროდუქციაც გააცნონ. სტუმრები შეძლებენ ქისტური კერძების დაგემოვნებასაც, როგორებიცაა ხინკალი, ქისტური ჰევლ, ჭააბილგ (ხაჭაპური), ჯიჯიგ გალანიშ და ა.შ. ფესტივალის მიზანი ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია და ამ პროცესში პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვაა.