სოფელ ზიარში პირველყოფილი ადამიანის სახელოსნოს სწავლობენ
ექსპედიციას პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს.
სპეციალისტების ვარაუდით, არქეულოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალების მიხედვით ძეგლი, რომელიც ,,ზიარი 2-ის,, სახელითაა ცნობილი, ნახევარ მილიონ წელზე მეტით თარიღდება და შესაძლებელია დმანისის ნაქალაქარზე უფრო ადრინდელი ხანისაც კი იყოს.
,,სოფელი ზიარი, სავარაუდოდ, ქვის ხანის ჰომო ერქტუსებისა და ნიადერტანელების ნამოსახლარს წარმოადგენს, რომლის შესწავლისას აღმოჩენილია ქვის არტეფაქტები, ცხოველების ძვლების ნაშთები და ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი”,- განუცხადეს Knews.ge-ს არქეოლოგებმა.