ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში 25 წლის ანზორ სეფიაშვილს ეძებენ

დაკარგული ახალგაზრდის ძმის ინფორმაციით, ანზორი 19 ივლისს გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ჯაბა სეფიაშვილის თქმით, მისი ძმა ბოლოს სოფელ ჭანდარში ნახეს. 
“ჩემი ძმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 19 ივლისს გურჯაანში პენსიის ასაღებად წავიდა. მისი კვალი სოფელ ჭანდარში წყდება, საზამთროს გამყიდველმა კაცმა იცნო. მანამდეც იყო ასეთი შემთხვევა, სახლიდან გავიდოდა აღარ ბრუნდებოდა ხოლმე. ნომერი მქონდა დატოვილი საზამთროს გამყიდველ კაცთან. მან გაჩერება სთხოვა ჩემს ძმას, მაგრამ სანამ მე დამიკავშირდა, ანზორიმ აღარ მოიცადა და იქიდან წავიდა. პოლიციას იმ დღესვე მივმართეთ და მაშინვე მოახდინეს რეაგირება, ჩვენი ძალებითაც ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“ – განაცხადა ანზორ სეფიაშვილის ძმამ, ჯაბა სეფიაშვილმა. 
სეფიაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკარგული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ოჯახს ტეკეფონის ნომერზე: 551 40 40 20.

საინფორმაციო სააგენტო “აიპრესის” ფოტო