თარხან ბათირაშვილის მეუღლის დაკავებაზე პანკისში ინფორმაცია არ აქვთ
თარხან ბათირაშვილის მამისთვის უცნობია რძალის დაკავების მიზეზი. ინფორმაციას სააგენტო ,,ipress.ge” ავრცელებს.
თემურ ბათირაშვილის განცხადებით, მისი რძალი შვილებთან ერთად სირიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
თურქეთში სულ 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი სედა დურდუკაევაა, რომელიც თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის მეუღლეა. ოფიციალური ინფორმაციით, დურდუკაევა 4 ივლისს აიყვანეს, დანარჩენი 4 კი მოგვიანებით სტამბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სედა დურდუკაევა ჩეჩნეთის ემიგრაციის სამსახურის ყოფილი უფროსის, ასუ დურდუკაევის შვილია, ისინი წარმოშობით პანკისის ხეობიდან არიან.