,,ქალებს დასაქმება ახალი პროფესიის ათვისების შემდეგაც უჭირთ”
სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სქესის მიხედვით დასაქმებულთა მაჩვენებელი ერთმანეთისგან განსხვავებულია. გამოკითხულ მამაკაცთა 61% აღნიშნავს, რომ დასაქმებულია, ხოლო ქალებიდან იმავეს მხოლოდ 49% აცხადებს. კვლევის მონაწილეების ინფორმაციით, დასაქმების მაღალი მაჩვენებელია 40–49 და 55-59 წლის კურსდამთავრებულთა ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო დაბალი მაჩვენებელი 15–24 წლის კატეგორიაში.
მიმართულებების მიხედვით დასაქმების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება შემდეგ მიმართულებებზე: ინჟინერია, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (მაგ.ბარმენი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, გიდი, ტუროპერატორი და სხვა) და აგრარული მეცნიერებები.