თელავის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა
ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და მოსამართლეები დაესწრნენ. საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინფორმაციით, სასამართლოს შენობაში ნაფიც მსაჯულთათვის განკუთვნილი სივრცე ამერიკის იურისტიციის დეპარმატენტების ხელშეწყობით დასავლური სტანდარდებით მოეწყო.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, შენობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. პროექტის საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
“დასრულდა სასამართლო სხდომის დარბაზის მშენებლობა, რომელიც ამერიკული სხდომის დარბაზის შესაბისადაა მოწყობილი. ამ თვის ბოლოს ახალ დარბაზში გაიმართება ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო სხდომა. თანამედრვე სტანდარდებით აღჭუღვილი დარბაზი ხელს შეუწყობს სასამართლო სხდომების ხარისხიანად და კომფორტულ გარემოში ჩატარებას” – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მიქაუტაძემ.
თელავის გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოშიც, სადაც განახლდა ფასადი, გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია, შშმ პირვებისთვის მოეწყო პანდუსი და სხვა.