დედოფლისწყაროს სოფელ ოზაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემთხვევის დროს სახლში დედა და ოთხი არასწრულწლოვანი იმყოფებოდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თუმცა სახოვრებელი სახლი სრულად განადგურდა. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა სახლის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ამ ოჯახს ვიცნობთ, გუშინვე ვესაუბრეთ მათ. მერია ქირით გაიყვანს და საცხოვრებლის პრობლემა არ შეექმნებათ. დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სოციალური პაკეტით ისარგებლებს“, – განაცადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი წინასწარი ინფორმაციით გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.