ახალი ამბები

გურჯაანში დედაზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

მას საკუთარ დედაზე განხორციელებული ძალადობა ედება ბრალად. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 126-ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. შსს-ში ვერ აკონკრეტებენ, ბრალდებულმა დაზარალებულს რამდენჯერ მიაყენა ფიზიკური შეურახყოფა.