ახალი ამბები

თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობები გაიხსნება

თელავის რაიონული სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის სპეციალურად განკუთვნილი ახალ ფლიგელს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს განახლებულ შენობას საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თელავის და სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეები და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა გახსნიან.
ღონისძიებას ასევე საქართველოში აშშ-ს საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრებიან.
„თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. სასამართლოს უკანა მთელ პერიმეტრზე მოეწყო არმირებული კედელი. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 600კვ. მეტრს შეადგენს, ხოლო შენობა 280 კვ.მ ფართზეა აშენებული. სასამართლოს ახლადაშენებულ ფართში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისათვის განკუთვნილი სივრცე მოწყობილია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, თანამედროვე დასავლური მიდგომების გათვალისწინებით, ე.წ. „Corner Courtroom“ და აკმაყოფილებს საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს. ახლადაშენებული შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და შესაბამისი ავეჯით. პროექტის საერთო ჯამურმა ღირებულებამ 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ავარიული მიშენება დაანგრიეს. დემონტირებული ფართის ადგილზე აშენდა უფრო ფართო, სამსართულიანი მიშენება. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 150კვ. მეტრს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს შენობის ფასადი, მოეწყო შენობის გარე განათების სისტემა, ნაწილობრივ გარემონტდა სასამართლოს არსებული შენობა, შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს ახალ აშენებულ ფართში განთავსდა ოთხი სამუშაო ოთახი, სასამართლოს არქივი, სხდომათა დარბაზი და საიდუმლო საქმისწარმოების ოთახი, გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია, შშმპ პირთათვის მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 3 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი შეადგინა“, – განაცხადეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.