სტატიები

კარდენახში კოტე აფხაზის სასახლე მოუვლელობის გამო ნადგურდება

მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიანიჭა, თუმცა მისი რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა. 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კოტე აფხაზის სასახლის რეაბილიტაცია პრიორიტეტი არ არის და უახლოესი წლების განმავლობაში არ იგეგმება მისი აღდგენითი სამუშაოები. 
“ძეგლს ჰყავს თავისი მესაკუთრე, რომელსაც სურს გაყიდვა. ის ვალდებულია, რომ ძეგლის გადარჩენაზე იზრუნოს. ამავე დროს გვინდა, სასახლით ინვესტორი დავაინტერესოთ. ამ მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე გაცილებით უფრო პრიორიტეტულია სხვა ძეგლები, რომლებსაც სჭირდება სასწტაფო რეაბილიტაცია. სამწუხაროდ უახლოესი წლების განმავლობაში აღნიშნული სასახლე სახელმწიფოს პრიორიტეტულ ძეგლებს შორის ვერ მოხვდება. ბიუჯეტში სასახლის რეკონსტრუქციისათვის ჯერ თანხა არ არის გათვალისწინებული. ის ბიუჯეტი, რომელიც სარეაბილიტაციოდაა განსაზღვრული, გათვალისწინებულია გაცილებით უფრო პრიორიტეტულ ძეგლებზე“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ბექა ბარამიძე. 
კოტე აფხაზის სასახლის ნგრევის პროცესის შესაჩერებლად თანხა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრული არ არის. გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვლი აღნიშნავს, რომ სასახლე კერძო პირს ეკუთვნის და მესაკუთრის თანხმობის გარეშე თვითმმართველობა ძეგლის მოვლა-პატრონობაზე ვერ იზრუნებს. 
“კოტე აფხაზის სასახლე კერძო საკუთრებაშია და ჩვენ კანონით არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე სახით ჩავერიოთ და თვითნებურად განვახორციელოთ რეაბილიტაცია. ეს პროცესი უნდა დაიწყოს კერძო მესაკუთრესთან თანამშრომლობით. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მუნიციპალიტეტს უფლება, რომ გარკვეული ზომები გაატაროს. ჩვენი ინტერესია, რომ ძეგლი გადარჩეს, მისი რეაბილიტაცია განხორციელდეს და ტურისტული მნიშვნელობის ობიქეტი გახდეს“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას არჩილ ხანდამაშვილი. 
კუკტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე კი მიუთითებს, რომ თუ მესაკუთრე ვერ ზრუნავს ძეგლის გადარჩენაზე, მაშინ მუნიციპალიტეტი ვალდებუეილია ადგლობრივი ბიუჯეტიდან გამოყოს თანხა და განახორციელოს პრევნციული ღონისძიებები. 
“წლებია, რაც სასახლე სავალალო მდგომარეობაშია და ინგრევა. რგსოგორც ჩანს, მესაკუთრეს არ აქვს ფინანსური სახრები, რომ ძეგლი განადურებას გადაარჩინოს. აამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვნია ადგოილობრივი თვითმმართველობის როლი. კანონის მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება, გამონახოს მცირედი თანხა, რათა ძეგლი გადაარჩინოს დანგრევას და განადგურებას”, – აღნიშნავს ბარამიძე.